დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Gudauri Hills Residence
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
სასტუმრო "Gudauri Hills", გუდაურში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა;
** შემოსული რეზერვაციების და სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს პროგრამაში (area.ly) მუშაობა პოზიციისთვის განკუთვნილი ფუნქციებით;პროგრამაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი გადამისამართება;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და სწრაფი გადაჭრის გზების მოძიება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
საჭირო უნარები:
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით;
გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ანაზღაურება: 1300ლ
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV მითითებულ ელფოსტაზე: sofia.sekhniashvili@outlook.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით +995 599 200 039
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|