Робота для біженців з України
ექიმი-ვეტერინარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი-ვეტერინარი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ვეტერინარის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ლოკაცია: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი სამუშაო განრიგი

სინევოში თქვენ დაგხვდებათ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** თიმბილდინგი
** მზარდი შრომითი ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ცხოველებისთვის
** პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სავალდებულოა შესაბამისი სპეციალობის დიპლომი
** ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@synevo.ge და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე