Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644729&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"Wilbour Holding"-ის ფარგლებში მოქმედი კომპანია Herio პირველ ქართულ დინამიკს აწარმოებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

დინამიკის საწარმოს გუნდში ვეძებთ ახალ წევრებს, ტექნიკოსის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, წარმოების პროცესის შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბესარიონ ჟღენტის #68
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და მოთხოვნები:

** დინამიკის კორპუსის სხვადასხვა ნაწილების/კომპონენტების მონტაჟი
** სარჩილავი აპარატისა და ელექტრო სახრახნისის გამოყენებისთვის საჭირო უნარები
** უპირატესობად ჩაითვლება ცოდნა/გამოცდილება ელექტროინჟინერიის კუთხით
** კარგი საკომუნიკაციო უნარები
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** პასუხისმგებლიანობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია