Робота для біженців з України
დამწყები მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
შპს "FMG" (Food Management Group) აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე.

FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:00-17:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1000-დან 1200-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების მომზადება: ინგრედიენტების მოჭრა, დასაწყობება და ორგანიზება, მზარეულის მითითებით.
** მზარეულთან თანამშრომლობა: სხვადასხვა კერძების მომზადების პროცესში მზარეულის მხარდაჭერა, კერძების მომზადებაში დახმარება.
** უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვა: სამზარეულოს უსაფრთხოების ნორმების და სისუფთავის სტანდარტების გათვალისწინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი, თუმცა არასავალდებულოა, სამუშაო გამოცდილება მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
** სასურველია პროდუქტების მომზადების საბაზისო უნარები (მოჭრა, გათლა, დასაწყობება).
** სასურველია პროდუქტის დიდ მოცულობებზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია პროფესიული განათლება ან ტრეინინგი საკვებისა და სასურსათო ტექნოლოგიების სფეროში ან კულინარიული ხელოვნების დარგში.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენი კომპანიის მხრიდან შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, თუმცა, დარეზერვებული იქნება სხვა შესაბამის ვაკანსიაზე 3 თვის ვადით. თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/7HVX6AD6Yo
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე