Робота для біженців з України
ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: General Technology
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
კომპანია "ჯენერალ ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე, უსაფრთხოების და ქსელური სისტემების მიმართულებით.

სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები: უსაფრთხოების სისტემების (კამერები, სიგნალიზაცია, დამაფონი) მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა, ქსელის გაყვანა.

მოთხოვნები:

** სასურველია გააჩნდეს უსაფრთხოების სისტემების მონტაჟისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია;
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიკაცია და გამართვა
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00სთ
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად, 1000-3000 ლარამდე;

გთავაზობთ:

** დაზღვევას;
** კორპორატიულ ნომერს;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: generaltechnology10@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე