Робота для біженців з України
სტაჟირება ციფრული ტრანსფორმაციების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ციფრული ტრანსფორმაციების დეპარტამენტში
მომწოდებელი: საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია" აცხადებს სტაჟირებას ციფრული ტრანსფორმაციების დეპარტამენტში, თბილისში.

საქართველოს აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაცია 2019 წელს შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარებას, ბიზნესის შესაძლებლობებისა და ფინანსებზე წვდომის გაზრდის დახმარებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციაში არსებული პლატფორმების წარმოჩენა ციფრულ სივრცეში;
** საჭიროებისამებრ Agronavt-ის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
** არსებული პლატფორმების კონტენტის დამუშავება-განთავსება;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
** სასურველია WorldPress-ის პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გარანტიები:

** სტაჟირების პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
** სამუშაო განაკვეთი: არა სრული.
** შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით.
** შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება ორგანიზაციის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@gara.org.ge. ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

"საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე