Робота для біженців з України
წარმოების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ლიტვური საცხობი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
შპს "ლიტვური საცხობი +" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ინდუსტრიის მიმართულებით;
** ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე;

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** სიახლეების ათვისების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებები შესრულება;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, წარმოშობილი პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
** სამუშაო სპეციფიკა შეთანხმდება გასაუბრებაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით;
** სამუშაო ადგილი - თბილისი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ელ ფოსტის მისამართზე litvuri@gmail.com თქვენი რეზიუმე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დათქმა: მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა - შპს ლიტვური საცხობი +
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
6. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
7. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება;

შპს "ლიტვური საცხობი +" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე