Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:00-დან 17:00 საათამდე.
ხელფასი: ხელზე ასაღები 1000 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა
** სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სამუშაო იარაღებისა და საწმენდი საშუალებების სწორად გამოყენება

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და დისციპლინა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე