დასახელება:
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Livio Development
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
"Livio Development" არის მზარდი დეველოპერული კომპანია რომელიც ორიენტირებულია კომპანიის გაზრდა და გაფართოებაზე, ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ გარემოს პროფესიონალების გუნდთან ერთად და ზრდის პერსპექტივას.
"Livio Development" ამ ეტაპზე აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, "Livio კიკვიძის პარკის გვერდით", რომელიც მდებარეობს ბეჟანიშვილის 13 ნომერში. პროექტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით და მდგრადი ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო ცხოვრებას და გეგმავს სხვა მასშტაბური პროექტების მშენებლობას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მშენებარე ბინების გაყიდვის უზრუნველყოფა:
- კლიენტებისთვის ბინების პრეზენტაცია (ონლაინ და პირადად);
- გაყიდვების პროცესის სრული მართვა ინტერესი → ხელშეკრულება.
** კლიენტებთან კომუნიკაცია:
- ყოველდღიური კონტაქტი პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
- საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ფასები, გადახდის გრაფიკი, სამშენებლო ეტაპები);
- პროექტის ფინანსური და ტექნიკური დეტალების ახსნა მარტივი ენით.
** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და რეპორტის მომზადება შესაბამისი ხელმძღვანელებისთვის:
- კონკურენტების ფასებისა და შეთავაზებების მონიტორინგი;
- ბაზარზე მოთხოვნის/წინადადების შეფასება;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა.
** დოკუმენტაციის მართვა და შეთანხმებების მომზადება:
- ხელშეკრულებების მომზადება (იურისტთან ერთად);
- გადახდების გრაფიკების კოორდინაცია;
- მომხმარებლის დოკუმენტაციის შეგროვება.
** ფაილების სისტემის და ბაზების განახლება:
- ლიდების/მომხმარებლების მონაცემების შეყვანა შესაბამის ფაილში -ში;
- სტატუსების განახლება და მომხმარებლების პროგრესის კონტროლი.
** დამატებითი გაყიდვების და რეკომენდაციების მოპოვება:
- კმაყოფილი კლიენტებისგან რეფერალების მოზიდვა;
- პრომო და მარკეტინგული აქციების მხარდაჭერა.
უფლებები:
** ჰქონდეს წვდომა ყველა გაყიდვასთან დაკავშირებულ საბუთებსა და საინფორმაციო რესურსებზე;
** მიიღოს მონაწილეობა გაყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში;
** შესთავაზოს ბონუს სისტემის ცვლილებები მიზნების მიღწევის საფუძველზე;
** ჰქონდეს კონსულტაციის უფლება მენეჯმენტთან სტრატეგიულ საკითხებზე;
** გამოიყენოს კომპანიის სახელით გაყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.
ვალდებულებები:
** გაყიდვების გეგმის შესრულება თვიურად/კვარტალში;
** კლიენტების ინტერესების პატივისცემა და კორპორაციული ეთიკის დაცვა;
** ინფორმაცია არ მიაწოდოს მესამე პირებს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე;
** სამშენებლო პროცესის შესახებ მიმდინარე ინფორმაციის ცოდნა;
** გადახდის გრაფიკების და ფასების ზუსტი კომუნიკაცია კლიენტებთან;
** ყველა გაყიდვის აღრიცხვა და ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია: Info@livio.ge
|
|
|
|