Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი N230
სამუშაო საათები: სტანდარტულად, კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 9:00 - 18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელება - პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება;
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** 1C ERP/Microsoft Navision სისტემის შესყიდვების მოდულში შესაბამისი ინფორმაციის დარეგისტრირება;
** RS პორტალზე სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ატვირთვა, შემოსული დოკუმენტების დადასტურება და შესაბამისი გატარების ასახვა 1C ERP სისტემაში
** არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება, უკეთესი შემოთავაზების მოპოვება
** შიდა ბაზრის პერიოდული მოკვლევა
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და კონტროლი
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანალიტიკური სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ადგილობრივი შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** იმპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება;
** 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** სასურველია Microsoft Navision პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური და ენერგიული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
** დაზღვევა;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
** პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე