Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - SOLGAR
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - SOLGAR
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის - SOLGAR ვაკანსიას.

ფუნქცია - მოვალეობები:

** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ივლისი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე