დასახელება:
E-commerce კონტენტ სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნოვა
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას, E-commerce კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს აღწერა:
** ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება, შექმნა;
** ვებგვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
** პროდუქტების განვითარებაში ჩართულობა;
** პროდუქტების და პროცესების კარგად ცოდნა მომხმარებლისთვის სწორი სერვისის, ხოლო სერვისის გუნდისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდების მიზნით;
** პროდუქტების ფოტოების და აღწერილობების შექმნის და ელკომერციის პლატფორმაზე ცვლილებების დროულად ასახვის კონტროლი, პროდუქტების პლატფორმიდან მოხსნა და სხვა.
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
სასურველი უნარ-ჩვევები:
** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 24 ივლისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "E-commerce კონტენტ სპეციალისტი"
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|
|
|
|