Робота для біженців з України
რესტორნის მენეჯერი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: მემუარი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"მენეჯმენტ კომპანია DNT Group"-ის მართვაში არსებული ქართული რესტორანი ყაზბეგში, მემუარი", ეძებს გუნდის ახალ წევრს რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, 9 აპრილის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ყაზბეგი

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინირება;
** სერვისში მომუშავე პერსონალის სწორი და ეფექტური მართვა;
** პერსონალის დატრენინგება და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მენიუში არსებული კერძების და სასმელების შემადგენლობების, დამზადების წესის, შეხამებისა და გასაყიდი ფასების სრულყოფილად ცოდნა;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** რესტორნის პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სერვის პერსონალის გარეგნობის სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** დარბაზის სისუფთავის კონტროლი;
** ინვენტარის მონიტორინგი;
** სამზარეულოს პერსონალთან კოორდინირებით კერძის დროული მომზადების, პრეზენტაციის, ხარისხის და თანმიმდევრულობის კონტროლი;
** სამუშაო პროცესის შედეგების ანალიზი და შესაბამის უფლებამოსილ პირთან რეგულარული რეპორტინგი;
** ხელმძღვანელობის ისეთი მითითებების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებიდან.

კვალიფიკაცია:

** სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: contact@dntgroup.ge
593983631

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე