Робота для біженців з України
საცალო სესხების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო სესხების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას საცალო სესხების ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცებული საცალო სესხების პროგრამული რეგისტრაცია და გადამოწმება;
** ხელშეკრულებების მომზადება და გადამოწმება,
** პროგრამულად სესხების ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე, ფინანსები);
** სასურველია საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია LMS, B6 ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 8 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე