დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი - საზაფხულო დასაქმება
|
მომწოდებელი:
Hopihop
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
HopiHop - თბილისი მოლში მდებარე ბატუტის საბავშვო პლატფორმა საზაფხულო დასაქმებით ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან გუნდის წევრს.
პოზიცია: მოლარე კონსულტანტი - საზაფხულო დასაქმება
პირობები:
** სამუშაოს ხანგრძლივობა: 3 თვე;
** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სამუშაო საათი; ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00 ან 16:00-22:00, შაბათი-კვირა 8 საათიანი სამუშაო ცვლა;
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება: 1050-1200 ლარი თვეში (ფიქსირებული + საბონუსე სისტემის ჩათვლით);
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვების მიღება ბატუტზე, ხტუნაობის პროცესში დახმარების გაწევა, მათთვის მხიარული განწყობის შექმნა;
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება;
მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი-საზაფხულო დასაქმება".
|
|
|
|