Робота для біженців з України
ბარის სუპერვაიზერი - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"პანორამა კვარიათი" აცხადებს ვაკანსიას ბარის სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

სტრუქტურული ერთეული: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი

უშუალო ხელმძღვანელი: ბარ მენეჯერი, საკვების და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი
კოორდინაციას უწევს : საკვების და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი, საკვების და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი
დაქვემდებარებული თანამშრომლების რაოდენობა: და პოზიციები ბარმენები, ბარისტა, ბარის დამხმარე 5/6 ადამიანი
შემცვლელი თანამშრომელი: ბარმენი
სამუშაო გრაფიკი: სეზონზე კვირაში 6 დღე (სამუშაო საათების რაოდენობა დღეში-8)
დასვენების დღე: 1

სამუშაოს მიზანი:

** კვების და სასმელების ობიექტზე ბარის სერვისი წარმოება და მომსახურება დამტკიცებული სტანდარტების პროცესების და პროცედურების მიხედვით.
** ბარმენების, ბარისტების და ბარის დამხმარეების მართვა.
** საოპერაციო საკითხების მართვა.

მაღალი რგოლის მენეჯერის პრიორიტეტული საკითხები (სამუშაო გეგმა): ბარის ნაშთების კონტროლი, ბარის შეკვეთების გაკეთება, ბარის შეკვეთის მიღება დასაწყობება, ინვენტარიზაციის კონტროლი და პასუხისმგებლობა, დადგენილი რეცეპტებით და ტექნოლოგიური ბარათებით ხელმძღვანელობა

სამუშაო აღწერილობა:

** კვების და სასმელების ობიექტზე მიმდინარე ყველა აქტივობაში მონაწილეობა ყველა სტანდარტის დაცვით
- ობიექტის ბარ მენეჯერის კოორდინირებით, სუპერვაიზერი უზრუნველყოფს ობიექტის ფუნქციონირებას დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლს (მიმტანი რანერი), დალაგებას და სერვისის ეფექტურად მიწოდებას .
- ბარ მენეჯერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს გახსნისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
- ბარ მენეჯერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს დახურვისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
- სუპერვაიზერი უკეთებს მონიტორინგს თუ როგორ ემსახურება და აწარმოებს ბარმენი ბარის სასმელებს, ტექნოლოგიური ბარათების და სტანდარტების მიხედვით
- სუპერვაიზერი უკეთებს მონიტორინგს თუ როგორ უზრუნველყოფს ბარმენი ობიექტის სტუმრების დროულ და ხარისხიან მომსახურებას დამტკიცებული სტანდარტების, პროცესების და პროცედურების მიხედვით
- ესწრება დილის ან საღამოს ბრიფინგებს და ისმენს და ითვალისწინებს ყველა საჭირო ინფორმაციას
- მუშაობს კეთილსინდისიერად, ყველა დადგენილი სტანდარტის და შინაგანაწესის დაცვით
- კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას და იძლევა რეკომენდაციებს სტუმრების მომსახურების და შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
- უკეთებს მონიტორინგს ბარმენებს თუ როგორ ემსახურებიან სასმელით სურსათის უვნებლობის სააგენტოს და კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
- მონაწილეობს ობიექტის დალაგებაში მენეჯერის მიერ დადგენილი ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ცხრილის მიხედვით კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით
- კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით ასრულებს პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვას
** პოზიციის მიხედვით გათვალისწინებული ზოგადი სტანდარტების დაცვა დეპარტამენტის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის
- ბარ მენეჯერის მიერ გაწერილი ცხრილის მიხედვით დროულად ცხადდება სამსახურში
- ბარის სუპერვაიზერი ცვლის დაწყების და დასრულებისთანავე იბარებს რეპორტს გაწერილი ჩეკლისტის მიხედვით
- ესწრება ობიექტის მენეჯერის და ბარ მენეჯერის მიერ ჩატარებულ ყველა ტრენინგს და აწერს დასწრების ფორმატზე ხელს ???
- შესაბამისი პერიოდულობით გადის შეფასებას ობიექტის ბარ მენეჯერთან
- სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებით დროულად მიმართავს ბარ მენეჯერს
** ობიექტის ეფექტურ ფინანსურ ფუნციონირებაში ჩართულობა
- კომპეტენციის ფარგლებში უფრთხილდება სასაქონლო მარაგებს ბარ მენეჯერის ხელმძღვანელობით და მომსახურების სტანდარტების დაცვით
- ინაწილებს პასუხისმგებლობას ობიექტზე მომხდარ ფინანსურ დანაკლისებზე, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორი მუშაობით
- საჭიროების შემთხვევაში ახდენს აქტიურ კომუნიკაციას ბარ მენეჯერთან და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან და მაკოორდინირებელი პირისგან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო განათლება
** გამოცდილება: გამოცდილება არანაკლებ 2 წელი მსგავს პოზიციაზე

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობის უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვის უნარი

ცოდნა:

** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP);
** სასმელების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები
** ზოგადი სტუმრის მომსახურების სტანდარტები სასტუმრო და სარესტორნო სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა exel, word
** ერ-კიპერი ცოდნა

საკონტაქტო ელფოსტა: apktmi2020@gmail.com
ტელ.: 511 42 41 15
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე