Робота для біженців з України
ბარმენი - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"პანორამა კვარიათი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

სტრუქტურული ერთეული: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
უშუალო ხელმძღვანელი: ბარის სუპერვაიზერი
კოორდინაციას უწევს: ბარ მენეჯერი, ობიექტის მენეჯერი
შემცვლელი თანამშრომელი: ბარის სუპერვაიზერი, ბარმენი
სამუშაო გრაფიკი: სეზონზე კვირაში 6 დღე (სამუშაო საათების რაოდენობა დღეში-8)
დასვენების დღე: 1
სამუშაოს მიზანი: კვების და სასმელების ობიექტზე სტუმრების მომსახურება დამტკიცებული სტანდარტების, პროცესების და პროცედურების მიხედვით

სამუშაო აღწერილობა:

** კვების და სასმელების ობიექტზე მიმდინარე ყველა აქტივობაში მონაწილეობა ყველა სტანდარტის დაცვით
- ობიექტის ბარის სუპერვაიზერის კოორდინირებით, ბარმენი უზრუნველყოფს ობიექტის ფუნქციონირებას, სასმელების სერვის, დალაგებას და სერვისის ეფექტურად მიწოდებას .
-ბარის სუპერვაიზერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს გახსნისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
- ბარის სუპერვაიზერის ხელმძღვანელობით ამზადებს ობიექტს დახურვისთვის დადგენილი სტანდარტებით და შინაგანაწესის მიხედვით
- ბარმენი უკეთებს კონტროლს ბარში არსებული სასმელების მარაგებს
-ბარმენი ზედმიწევნით იცავს ყველა სტანდარტს და მითითებას ასევე ამზადებს სასმელებს ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით
- ესწრება დილის ან საღამოს ბრიფინგებს და ისმენს და ითვალისწინებს ყველა საჭირო ინფორმაციას
-მუშაობს კეთილსინდისიერად, ყველა დადგენილი სტანდარტის და შინაგანაწესის დაცვით
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
- იცავს ყველა სტანდარტს სისუფთავის მიმართულებით, როგორც პირად ჰიგიენას ასევე ბარის, ბარის ტერიტორიების, მაცივრების საწყობის მიმართულებით
- მონაწილეობს ობიექტის დალაგებაში მენეჯერის მიერ დადგენილი ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ცხრილის მიხედვით კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით
- კომპანიაში გაწერილი სტანდარტების და შინაგანაწესის მიხედვით ასრულებს პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვას
** პოზიციის მიხედვით გათვალისწინებული ზოგადი სტანდარტების დაცვა დეპარტამენტის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის
- ბარ მენეჯერის მიერ გაწერილი ცხრილის მიხედვით დროულად ცხადდება სამსახურში
- ობიექტის ბარმენი ცვლის დაწყების და დასრულებისთანავე აბარებს რეპორტს გაწერილი ჩეკლისტის მიხედვით
- ესწრება ობიექტის მენეჯერის და ბარ მენეჯერის მიერ ჩატარებულ ყველა ტრენინგს და აწერს დასწრების ფორმატზე ხელს
- შესაბამისი პერიოდულობით გადის შეფასებას ობიექტის ბარ მენეჯერთან
- სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებით დროულად მიმართავს სუპერვაიზერს ან ბარ მენეჯერს
** ობიექტის ეფექტურ ფინანსურ ფუნქციონირებაში ჩართულობა
- კომპეტენციის ფარგლებში უფრთხილდება სასაქონლო მარაგებს ბარ მენეჯერის ხელმძღვანელობით და მომსახურების სტანდარტების დაცვით
- ინაწილებს პასუხისმგებლობას ობიექტზე მომხდარ ფინანსურ დანაკლისებზე, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული არასწორი მუშაობით
-საჭიროების შემთხვევაში ახდენს აქტიურ კომუნიკაციას სუპერვაიზერთან და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან და მაკორდინირებელი პირისგან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო განათლება
** გამოცდილება: გამოცდილება არანაკლებ 2 წელი მსგავს პოზიციაზე

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობის უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვის უნარი

ცოდნა:

** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP);
** ბარის სასმელების და მენიუში არსებული კოქტეილების ცოდნა, დამზადება შეთავაზება
** ზოგადი სტუმრის მომსახურების სტანდარტები სასტუმრო და სარესტორნო სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა exel, word
** ერ-კიპერი ცოდნა

საკონტაქტო ელფოსტა: apktmi2020@gmail.com
ტელ.: 511 42 41 15
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე