დასახელება:
მარკეტინგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ოსტეო დენტაშოპი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
შპს "ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ მარკეტინგის ასისტენტს ქ. თბილისში.
განიხილება როგორც ნახევარ განაკვეთზე ოფისიდან მუშაობა, ასევე სრულ განაკვეთზე.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი ან სრული განაკვეთი ოფისიდან.
** ოფისის მისამართი: საბურთალო, ჩიქოვანის ქ.
** საწყისი ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან და სამუშაო განაკვეთიდან გამომდინარე, 600-900 ლარიდან) და არის ზრდადი.
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი): მაქს. 3 თვე
** თქვენი საპენსიო წილის 2%-ს დაფარვა კომპანიის ფინანსებით და არა თქვენი ანაზღაურებიდან
** მუდმივი განვითარება და ყოველწლიური ზრდადი ანაზღაურება
ჩვენი მარკეტინგის ასისტენტი ჩართული იქნება შემდეგ საკითხებში:
** მომხმარებლებისთვის ლოიალობის პროგრამების შემუშავება, განვითარება და მართვა
** ლექციებზე, კონფერენციებზე კლიენტების მოწვევა ტელეფონის/ზარების საშუალებით
** შექმნილი შეთავაზებების შესახებ არსებული B2B კლიენტების ინფორმირება ტელეფონის/ზარების საშუალებით
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა
** სხვადასხვა მარკეტინგული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** ივენთების დაგეგმარება
** ახალი პარტნიორული კოლაბორაციების მოძებნა და პროცესში ჩართვა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგი".
ასევე გთხოვთ მიუთითოთ, რომელ გრაფიკს განიხილავთ:
** ნახევარი განაკვეთით
** სრული განაკვეთით
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|