დასახელება:
ინჟინერ-ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქრების ქუჩა
ანაზღაურება: 1700 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში შესრულების მონიტორინგი.
** წყალარინების სატუმბო სადგურებისა და სადგურებში არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
** ელექტრო მოწყობილობების პროფილაქტიკური შემოწმება განსაზღვრული პერიოდულობით.
** ტუმბოაგრეგატის მართვის ფარში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში ელ.მოწყობილობის შეცვლა ან სქემაში ცვლილებების შეტანა.
** დაზიანების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.
** დანადგარების პერიოდული ინსპექტირება.
** ამორტიზებული დანადგარების გამოვლენა და ჩამოწერა.
** ღონისძიებების გატარება შესაძლო პრობლემური სიტუაციების პრევენციისთვის. პრობლემების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
** სამოქმედო არეალში წარმოქმნილი ნებისმიერი სახის ტექნიკური ხარვეზის აღრიცხვა, დოკუმენტირება და ანალიზი, შემდგომში მსგავსი შეფერხებების პრევენციისთვის ღონისძიებების გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ენერგეტიკის მიმართულებით.
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ელექტრო მოწყობილობების, სარელეო დაცვის და ავტომატიზაციის სისტემების ექსპლუატაციის ცოდნა.
** ტექნიკის/დანადგარების/ ექსპლუატაციისა წესების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივლისისა, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 595 256 143.
გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|