"ვაზიანი კომპანი" წარმოადგენს მზარდად განვითარებად ღვინის კომპანიას, რომელმაც მყარად განამტკიცა თავისი პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე და დღეისათვის 15-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ღვინის ექსპორტს. კომპანია აწარმოებს თითქმის ყველა დასახელების ცნობილ ქართულ ღვინოს, როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით ქვევრში.
შპს "ვაზიანი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის საამქროს მუშის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ღვინის ქარხანა, ქ. თელავი, მშვიდობის ქ. 42,
სამუშაო გრაფიკი: 09.00-18.00
ფუნქცია-მოვალეობები:
** ღვინის და ღვინომასალების მოძრაობის ოპერაციების უზრუნველყოფა
** საამქროს ინვენტარის მოწესრიგება
** ტექნოლოგის მიერ გაწერილი ინგრედიენტების დოზირების მომზადება, აგრეთვე, დამსაქმებლისგან მისი პოზიციის და კვალიფიკაციის შესაბამისად მიღებული სხვა დავალებები, ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.
განათლება: საშუალო
უნარ-ჩვევები: საწარმოო პროცესების ცოდნა, დოკუმენტებთან მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@vazianicompany.com
ტელ: +995 322 904774
|