დასახელება:
სივრცის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მრჩეველი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი"-ს პედიატრიუალი და ფსიქოლოგიური სამსახური აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.
ვის ვეძებთ? ადამიანს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა
რა იქნება სივრცის კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:
** პედიატრის მოლოდინში მყოფი ბავშვებისთვის ასაკის შესაბამისი სათამაშოების მიწოდება
** ბავშვებისთვის სათამაშოს ფუნქციის ახსნა და ჩვენება
** სათამაშოების აღწერა, მოვლა, საჭიროების შემთხვევაში ახალი სათამაშოების შეძენის ინიცირება
მოთხოვნები სივრცის კონსულტანტის მიმართ:
** არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება
** არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია სასაუბრო დონეზე იცოდეს ინგლისური ენა
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა
პირობები:
** სამუშაო ადგილი: მთაწმინდის შესახვევი 7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩიდან)
** განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** განიხილება როგორც სრული, ისე ნახევარი განაკვეთი
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://www.mrcheveli.com/
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
|
|
|
|