დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების გუნდში
|
მომწოდებელი:
ჯი არ სი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
"ჯი არ სი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების გუნდში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 11 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების გუნდში" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|