Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644566&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ევერესტი 2010
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
კომპანია "ევერესტი 2010" 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების კვების პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

"ევერესტი 2010" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1400-დან 2000 ლარამდე)

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების გაკეთებაში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას;
** მეგობრულ და დინამიკურ გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Everesti 2010"მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Everesti 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია