Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
შპს "მაგთიკომის" რეალიზაციის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების პუნქტის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakansia@magticom.ge.

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების პუნქტის მოლარე-ოპერატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე