დასახელება:
მძღოლი-დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 07 ივლისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გაზრდილი ანაზღაურება: 2200 ლარი
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საწყობამდე
** მუშაობა 2 დამხმარესთან ერთად, თანაც ნაკლებ ობიექტზე (საშუალოდ 14 მაღაზია)
** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო, ღამის საათები (როცა მოძრაობა მარტივია)
** სამუშაო ადგილი: ლილო, იუმაშევის ქ. N14
ძირითადი ფუნქციები:
** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
** ჩატვირთული ტვირთის განაწილება სავაჭრო ობიექტებში მარშრუტის შესაბამისად;
** კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადმოტვირთვა და მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსება დაუზიანებლად და ზუსტი რაოდენობით;
** სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
** ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სატვირთო ავტომობილის მართვა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით;
** სამუშაო დღის დასრულების შემდგომ ავტომობილის გასუფთავება და მომდევნო დღისთვის მომზადება.
** მაღაზიის დაცვაზე აყვანა დაკეტვის შემდეგ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ლინკი: https://forms.cloud.microsoft/e/PziWsY33zp
ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე recruiting.warehouse@orinabiji.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-დისტრიბუტორი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივლისი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|