დასახელება:
უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პაშა ბანკი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"პაშა ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: უსაფრთხოების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2025
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ჩვენ დაგახვედრებთ:
** საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
** მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
** მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
** ღიაობას ინიციატივების მიმართ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბანკის თანამშრომლების, კლიენტებისა და ქონების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რისკების პრევენცია. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური რეპორტის მომზადება;
** თანამშრომელთა და კლიენტთა მისამართით მოსალოდნელი ფიზიკური საფრთხის დაუყოვნებლივი იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისად რეაგირება/პრევენცია;
** უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით სიზუსტით შესრულება, სახანძრო და ელექტრონული სათვალთვალო მოწყობილობებისა და სისტემების მუდმივი მონიტორინგი (მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელის დავალებით). ფილიალის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი, მათ შორის ფილიალის ყოველდღიურად გახსნა/დახურვა. ობიექტის დაცვის პოლიციაზე ჩაბარება;
** ბანკის სტანდარტების მუდმივად, 100%-ით დაცვა. ბანკის იმიჯისა და კორპორატიული კულტურის ნორმების, სუბორდინაციის წესების დაცვა, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, როტაციის წესით მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: სრული/არასრული უმაღლესი განათლება, საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პრობლემის გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: career@pashabank.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|