Робота для біженців з України
მომსახურების ხარისხის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების ხარისხის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: პაშა ბანკი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"პაშა ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ხარისხის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2025

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ჩვენ დაგახვედრებთ:

** საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
** მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
** მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
** ღიაობას ინიციატივების მიმართ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ხარისხის შეფასება მომხმარებელთა გამოკითხვის გზით და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის (call, chat, email) ანალიზი შიდა სტანდარტების მიხედვით;
** დეტალური უკუკავშირის და ანგარიშების მიწოდება მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით;
** ხარისხის შეფასების სტანდარტებისა და ძირითადი მაჩვენებლების (KPIs) განვითარების პროცესში მონაწილეობა და ოპტიმიზაცია;
** მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებაზე ზრუნვა და მომსახურების საერთო ხარისხის გაუმჯობესებაში გუნდების მხარდაჭერა;
** შიდა ცოდნის ბაზის მართვა და განახლება, ასევე პროცედურების გამარტივება მათი გამოყენებადობის გასაუმჯობესებლად;
** საბანკო სისტემების (ახალი და არსებული) ტესტირება და შეფასება, გაუმჯობესების რეკომენდაციების მოწოდება;
** მომხმარებელთა საჩივრებისა და მომსახურების ინციდენტების მართვა, ძირეული მიზეზების ანალიზი და პროცესების გაუმჯობესების წინადადებების შემუშავება;
** გუნდის დაგეგმვისა და შესრულების პროცესის ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელობისა და მენტორობის უზრუნველყოფა მაღალი შედეგების მისაღწევად;
** სასწავლო მასალებისა და მომხმარებელთა მომსახურების სკრიპტების შექმნა სიცხადისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად;
** ანგარიშვალდებულების, გუნდური მუშაობისა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ბიზნეს ადმინისტრირება ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება: 3+ წლიანი გამოცდილება ბანკში ან მომხმარებელთან მომსახურების სფეროში;
** უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისურ ენის კარგად ცოდნა.
** ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ინიციატივების გამოჩენის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ორგანიზაციული უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: career@pashabank.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე