Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644516&print=yes&view=jobs
 
საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1200 ლარი
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 17:00-დან 01:00 საათამდე
** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება;
** პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/3fa92c2314565aa66634f0f89635a051
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია