დასახელება:
IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტში კახეთის რეგიონალურ სამსახურში IT სპეციალისტის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თელავი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);
** ხელფასი: 1500 ლარი (დარიცხული ხელფასი).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობისა და ქსელური პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად;
** კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა, არსებული წესის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონალური სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება; სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქსელური ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და პროტოკოლების ცოდნა;
** 1C მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების პროფესიული ცოდნა (MS Word, MS Excel, Powerpoint, Outlook).
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 15.07.2025-სა
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "IT სპეციალისტი".
|
|
|
|