Робота для біженців з України
შერჩევისა და ტალანტების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შერჩევისა და ტალანტების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად "თეგეტა მოტორსის" გუნდში შერჩევისა და ტალანტების მართვის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** შერჩევის სრული ციკლის მართვა;
** გარე ვაკანსიის გამოცხადება სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ჰოლდინგის მასშტაბით, შიდა ვაკანსიების გამოცხადება;
** შესაბამისი კანდიდატების მოძიების მიზნით, სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** დასაქმების ფორუმებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
** ვაკანსიის დამკვეთთან შეთანხმებით, შერჩევის ეტაპების განსაზღვრა და პროცესის მიმდინარეობის დაგეგმვა;
** ელექტრონულად მიღებული რეზიუმეების პირველადი გადარჩევა და კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე დაბარება;
** ტესტირების სრული პროცესის მართვა;
** შერჩეული კანდიდატებისთვის სამუშაო შეთავაზების მომზადება და მიწოდება;
** შერჩეული კანდიდატის დოკუმენტაციის შეგროვება და ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების გუნდისთვის მიწოდება;
** მიღების ფორმის მომზადება და შესაბამის მხარეებთან გადაგზავნა;
** ვაკანსიების რეპორტის წარმოება;
** შერჩევებისა და ტალანტების მართვის განყოფილებაში არსებული მსხვილი პროექტების კოორდინირება და მართვა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის გამოსაგზავნად მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1826

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე