დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მარკეტინგის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** პარტნიორ კომპანიებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** მარკეტინგული მიზნებისთვის სხვადასხვა სახის კვლევების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა;
** მარკეტინგული ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;
** მარკეტინგული კამპანიების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 13 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|