დასახელება:
პროგრამისტი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების განხორციელება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
** ახალი ფუნქციონალის შექმნა/შემოწმება/ტესტირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** C# მუშაობის ცოდნა/გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლიანი ცოდნა;
** PHP 7-8 (Laravel);
** React, Javascript, Typescript;
** Node.js;
** RESTful APIs;
** GIT, Docker;
** MySQL, MSSQL.
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025 წელი.
|
|
|
|