დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Tesen Trade
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Construction", "Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
"Tesen Construction" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
სამუშაო საათები - 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება - 2000-2500 (net)
ადგილმდებარეობა - თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვის საჭიროებების მიღება და დამუშავება სამშენებლო გუნდიდან, გეგმის მიხედვით;
** ყოველთვიური/კვარტალური შესყიდვის გეგმის მომზადება;
** შესყიდვების მოთხოვნების მომზადება, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ფასის და პირობების კვლევის საფუძველზე;
** მომწოდებლების მოძიება და შერჩევა არსებული ბაზიდან მენეჯერთან შეთანხმებით.
** ახალი მომწოდებლების მოძიება და ბაზის განახლება;
** შესყიდვის პროცესის ადმინისტრირება და მართვა (სრული ციკლი);
** მიმდინარე შესყიდვების სტატუსის მონიტორინგი, მიწოდების ვადების და პირობების შესაბამისობის თვალყური.
** ობიექტებთან და ლოჯისტიკასთან კოორდინაცია მიწოდების სწორი დაგეგმვის მიზნით.
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტების ადმინისტრირება და ბუღალტერიასთან ინფორმაციის გაზიარება.
** შესყიდვების სტატისტიკის და რეპორტების მომზადება წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით.
** ხელშეკრულებების მონიტორინგში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში (მენეჯერთან ერთად).
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან საინჟინრო/ტექნიკურ მიმართულებაში.
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებში, სამშენებლო მასალების მიმართულებით.
** ERP სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel).
** ინგლისური - B1 დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ბონუსს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|