დასახელება:
დამწყები პროფესიონალური გახმოვანების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მიფასი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები:
** სამების საკათედრო ტაძარი;
** დინამო არენა;
** სასტუმრო კომპლექსი "პარაგრაფი";
** თბილისის ოლიმპიური სასახლე;
** ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
** ქუთაისის ოლიმპიური აუზი;
** გონიოს-აფსაროსის ციხე-ქალაქი.
ზევით ჩამოთვლილ, ჩვენს მიერ განხორციელებულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები. კომპანია ექსკლუზიურ დისტრიბუციას უწევს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდეს, როგორებიცაა: Martin Audio, Qsc, Prolights, Equipson, Q-Pro, Studio Master, Gonsin, Ic Audio, Bespeco, Itc, Pearl River, Ritmuler.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
კომპანია "მიფასის" რეპუტაცია განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ პროფესიონალური გახმოვანების სპეციალისტს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გახმოვანების აპარატურის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი გამოსაცდელ პერიოდში 1000 ლარი. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ განისაზღვრება ინდივიდუალურად;
** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sandro@mifasi.ge.
სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (დამწყები პროფესიონალური გახმოვანების სპეციალისტი).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|