დასახელება:
სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ჯი თი გრუპი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს სტაჟირებას "ჯი-თი ვინეას" მიმართულებით - გაყიდვების დეპარტამენტში-სასოფლო და სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით.
"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.gtgroup.ge
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;
სტაჟირების ვადა: 6 თვე;
ანაზღაურება: 750 ლარი (Gross);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
** MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ჩართულობა;
** კორპორატიულ/საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება გუნდთან ერთად;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადებაში ჩართულობა; ** შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა ხელმძღვანელთან ერთად;
** მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების და სარეკლამო მასალების დაგეგმვის/ აღსრულების პროცესში ჩართულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|