დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ჯი თი გრუპი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.gtgroup.ge
სამუშაო ადგილი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება - სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის მომხმარებლებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის ინტერესების დაცვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებში.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|