დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯი თი გრუპი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
კომპანია "ჯი-თი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ფორდის სატვირთო ავტომობილების მიმართულებით:
"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.gtgroup.ge/
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Outlook, Excel; Word, PowerPoint);
** სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** კორპორატიულ/საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება;
** მომხმარებელის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადება, შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა;
** ყოველთვიურად მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;
** მარაგების დაგეგმვა დეპარტამენტის უფროსთან კოორდინაციაში;
** ბაზრის ყოველთვიური და კვარტლური ანალიზის მომზადება;
** არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების, სარეკლამო რგოლების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებში ჩართულობა;
** ახალი ბრენდების მოძიება, მწარმოებლებთან კომუნიკაცია და პარტიორული ურთიერთობების დამყარება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
|
|
|
|