დასახელება:
დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო მარჯან პლაზა
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
4* ვარსკვლავიანი სასტუმრო "მარჯან პლაზა" 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.
სასტუმრო "მარჯან პლაზა" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტში სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა 65
სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი; 5/2
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტი: კვება და დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების და საერთო სივრცეების დასუფთავების ყოველდღიური შესრულების ზედამხედველობა;
** საჭიროების შემთხვევაში დალაგების პროცესში ჩართულობა;
** ჰიგიენური პროდუქციის მარაგებისა და სასტუმროს თეთრეულის როტაციის ციკლის კონტროლი;
** დეპარტამენტის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შემუშავებაში ჩართულობა;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, კმაყოფილების უზრუნველყოფა;
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** დასუფთავების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული სერთიფიკატი დასუფთავების სფეროში ან/და მომსახურების პროფილით ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების პროგრამებს;
** გუნდური აქტივობების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება - "დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი".
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ"-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@marjanplaza.ge;
|
|
|
|