Робота для біженців з України
კლასტერ შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლასტერ შეფი
მომწოდებელი: HPM
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას კლასტერ შეფის პოზიციაზე.

სასტუმროში წარმოდგენილია რესტორანი MARILI, რომელიც გთავაზობთ თანამედროვეობის, დახვეწილობისა და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის უნიკალურ სინთეზს.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტული პროცედურების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების შედგენა, დანერგვა, დაცვა;
** სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის ინსტალაციაში მონაწილეობა და სამზარეულოს მზაობაში მოყვანა ობიექტის გახსნისთვის;
** სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, მომარაგება, პროდუქციის ხარისხისა და საწყობების აღწერაზე პასუხისმგებლობა;
** მონაწილეობის მიღება რესტორნის კონცეფციის შექმნაში და საოპერაციო სტანდარტების დანერგვაში;
** მენიუს შედგენა, განახლება, რეგულარული დაგემოვნების ორგანიზება, ახალი რეცეპტების შემუშავება, კერძების თვითღირებულების კალკულაცია, მონაწილეობა სარეალიზაციო ფასის შემუშავებაში;
** სტუმრის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
** დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, სწავლება და გადამზადება;
** თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შედგენა;
** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების, მოგება-ზარალის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კლასტერ შეფი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 23 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე