დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მისტერ მასტერი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
კომპანია "მისტერ მასტერი" ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს - ადამიანს, ვისაც შეუძლია სტრატეგიული ფიქრი და მასთან ერთად ამ იდეების განხორციელება.
სამუშაო პირობები:
** მოქნილი გრაფიკი — შედეგზე ვართ ორიენტირებული და არა ოფისში დახარჯულ საათებზე.
** ლოკაცია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის #24.
რას ველით შენგან:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე (კომუნიკაცია, წერა და ცოტაოდენი კრეატიულობა ამ ენაზეც დაგჭირდება).
აუცილებელი უნარები:
** მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა — ჩვენთან ხალხის კმაყოფილება KPI-ია
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და მულტიტასქინგის უნარი — მარკეტინგი ერთდროულად ბევრ რამეს მოიცავს
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური ხედვა — მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციას ბოლომდე ჩაწვდე და არა მხოლოდ ზედაპირზე დააკვირდე.
შენი ძირითადი ამოცანები იქნება:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა და ყოველდღიური ოპერაციული მართვა
** სოციალური მედიის მენეჯმენტი (არა მხოლოდ რეკლამების განთავსება, არამედ კონტენტის სტრატეგია და ზრდის ანალიზი)
** ვებ-გვერდის მართვა და შინაარსის განახლება
** კომუნიკაცია დიზაინერებთან და სარეკლამო მასალების კოორდინაცია
** გაყიდვების სტიმულირებაზე ორიენტირებული კამპანიების შექმნა და შესრულება
** კომპანიის ვიზუალური და სარეკლამო მასალების ორგანიზება - საჩუქრები, უნიფორმები, მანქანის ბრენდირება და სხვა დეტალები
** მომხმარებელთა ლოიალურობის პროგრამებისა და აქციების დაგეგმვა
** ყოველთვიური რეპორტინგი - შედეგები, დაკვირვებები, რეკომენდაციები
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500₾ (ხელზე)
** ბონუსი - კვარტალური შედეგებიდან გამომდინარე (KPI performance-based)
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
** სტანდარტული საკომპენსაციო პაკეტი კომპანიის პოლიტიკის მიხედვით
თუ თავს ამ პოზიციაზე ხედავ და ფიქრობ, რომ შენი იდეებით "მისტერ მასტერს" კიდევ უფრო წარმატებულ ბრენდად აქცევ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@mrmaster.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე: "მარკეტინგის სპეციალისტი".
|
|
|
|