Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 16 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებ-გვერდს:

http://mrmaster.ge
https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
** ელექტრონული ზედნადების და ანგარიშფაქტურის მართვა;
** შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** თანამდებობის შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** ბუღალტრად მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილების ქონა;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, შესყიდვების კუთხით გამოცდილების ქონა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1100₾ + ბონუსი (150-200 ₾)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mrmaster.ge. გთხოვთ, (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე