Робота для біженців з України
შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: რესტორანი ეთნოგრაფი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
რესტორანი "ეთნოგრაფი" ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.

რესტორანი "ეთნოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 105
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** რესტორნის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი
** არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება

პიროვნული მახასიათებლები:

** ოპერატიული რეაგირების უნარი
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
** დეტალებზე ორიენტირებული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hr@ethnographer.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 553 932

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე