Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების და საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების და საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: KoCos
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
კორეული კოსმეტიკის მაღაზია "KoCos" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების და საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიებისა და თანამშრომლების მიერ მოვალეობების შესრულების მონიტორინგი (კამერების გამოყენებით, ფიზიკური დათვალიერება)
** ახალი თანამშრომლების მოძიება და მათთან მუშაობა
** საწყობში მუშაობა (მიწოდებების მიღება, პროდუქციის მაღაზიებში განაწილება, აღწერა, კურიერულ სერვისებთან და დამხმარე მუშაკებთან მუშაობა)
** ფილიალში მუშაობა, თუ მაღაზიას თანამშრომლის შემცვლელი სჭირდება

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვებში
** სალარო აპარატის ცოდნა
** კომპიუტერის ცოდნა (Word, Excel პროგრამები)
** მობილური ტელეფონის (სმარტფონის) ქონა
** ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება
** სამუშაოსადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, თავაზიანობა, ეფექტურობა, სიზუსტე, პუნქტუალურობა
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული (საუბარი)
** ფიზიკური ჯანმრთელობა

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 22:00-მდე. დისტანციური მუშაობა. სამუშაო დღის განმავლობაში გრაფიკი არ არის სტანდარტიზებული. სამუშაო საათებში აუცილებელია ონლაინ ყოფნა. მიმდინარე ვალდებულებების შესრულება და მენეჯერის ან ხელმძღვანელის მოთხოვნით მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში, დასვენების დღეს სამსახურში გამოცხადება

ხელფასი: 1500-2000 ლარი.

რეზიუმე გამოაგზავნეთ: kocosgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე