დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კონტემპო
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
"კონტემპო" გაიხსნა 2024 წელს და არის ავეჯის, განათების და აქსესუარების შოურუმი თბილისში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივად თანამედროვე, ევროპული ბრენდების პროდუქციას, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერისთვის.
"კონტემპო" ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ავეჯის/აქსესუარების ან მსგავსი მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის შეკვეთების გაფორმება;
** მომხმარებლებთან follow-up-ები;
** შოურუმში არსებული პროდუქციის, ასევე ჩვენი ექსკლუზიური ბრენდების და მათი პროდუქციის დეტალური და სრულფასოვანი ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 4 დღე
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გადმოგზავნოთ CV - info@contempo.ge -ზე 15 ივლისამდე.
|
|
|
|