Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644299&print=yes&view=jobs
 
კომერციული სამსახურის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული სამსახურის ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ემ თი ეი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული სამსახურის ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ მრავალფეროვან ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხელზე ასაღები 2600 ლარი

ბიზნესის განვითარების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო შეთავაზებებით დაინტერესებული კომპანიების იდენტიფიცირება და გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
** კურორტის/ების და კომპანიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ფარგლებში სასპონსორო შეთავაზებების შედგენა-დამუშავება;
** პოტენციურ პარტნიორების/კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზის შედგენა, მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებისათვის/პარტნიორებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაცნობა, ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა და შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა MS Office: Word; Excel; Outlook - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა კომპანიის შინაგანაწესის, დებულების, ეთიკისი კოდექსისა და თანამდებობრივი აღწერილობის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა,
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2025 წლის 8 ივლისისა და Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის კოდი - 026

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია