Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644266&print=yes&view=jobs
 
ბრენდ-ამბასადორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ-ამბასადორი
მომწოდებელი: Shark|Ninja
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია" (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) საქართველოში Shark|Ninja-ს რიგით მეორე მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას Shark|Ninja-ს ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის განლაგება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** ახალი მოდელების შესწავლა;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი);
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" საბურთალო
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Shark|Ninja - ბრენდ ამბასადორი".

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია