დასახელება:
სერვისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Silver 39 Corner Hotel
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
ვერცხლის ქუჩაზე მდებარე 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმეზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა Fidelio-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** სერვისის მენეჯერის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის საქმიანობის კონტროლი და ეფექტური მართვა;
** სასტუმროს სისუფთავეს კონტროლი;
** ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** აწარმოებს კომუნიკაციას სამრეცხაოსთან და მართავს თეთრეულის წაღება-მონატანის პროცესს;
** სერვისთან დაკავშირებული სტუმრის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება;
** სასტუმროს დამატებითი მომსახურების შესახებ სტუმრებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის გაცნობა;
** რეპორტინგი და ანგარიშვალდებულება მენეჯერთან;
** მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა და ტრენინგ-კვალიფიკაციაზე მუშაობა;
** პერიოდული ინვენტარის და აღწერების კონტროლი, აღწერებში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის და აღწერების შედეგების რეპორტინგი;
** ყოველდღიური მარაგების მონიტორინგი (ბარის-მინი ბარი; დასუფთავების; ნაშთების კონტროლი და მოთხოვნების გათვალისწინებით შეკვეთის გაკეთება);
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა.
სამუშაო ადგილის მდებარეობა - ქ.თბილისი, ვერცხლის ქუჩა #39
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hotel@silver39.ge. გთხოვთ. ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|