Робота для біженців з України
ბარისტა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: Kopi
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
"Kopi" — ეს არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩვენი სტანდარტების შესაბამისად ყავის და ბარის სასმელების მომზადება;
** ბარის მენიუს, ყავის მარცვლების და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირის გააზრება და საჭირო რეაგირება.

რას ველით შენგან:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში — უპირატესობად ჩაითვლება;
** გუნდური და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებული და ენერგიული მენტალიტეტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგები და პრაქტიკული სწავლებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კვებას;
** სპეციალური ფასდაკლება Kopi-ს პროდუქციაზე;
** მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 4

თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ

E-mmail: Espresso@kopiroastery.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე