დასახელება:
ანალიტიკოსის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ნუტრიმაქსი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის ასისტენტის პოზიციაზე.
ანალიტიკოსის ასისტენტის პოზიციაზე ვეძებთ დამწყებ, მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ღია წყაროებიდან ინფორმაციების მოძიებაში, სტრუქტურირებასა და ანალიზში, ადგილობრივ, საერთაშორისო ბაზრისა და კონკურენტების კვლევაში. ამასთან ჩაერთვებიან პრეზენტაციების და შიდა ანალიტიკური ანგარიშების მომზადებაში.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი - ჰიბრიდული სამუშაო/მოქნილი გრაფიკი (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება)
ძირითადი მოვალეობები:
** Desk research - ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** ანალიტიკური მიმოხილვების, ცხრილების და გრაფიკების მომზადება;
** ინფორმაციის შეგროვება და სისტემატიზაცია ღია წყაროებიდან, ვებსაიტებიდან, მონაცემთა ბაზებიდან;
** ახალი ამბებისა და ტენდენციების მონიტორინგი სოფლის მეურნეობის, საკვებისა და პეტფუდ სექტორში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც (მე-3-5 კურსი) ან კურსდამთავრებული — მენეჯმენტის, მარკეტინგის, აგრარული მეცნიერებების, ვეტერინარიის, ბიოტექნოლოგიის, ეკონომიკის მიმართულებით;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, ვისაც აქვთ მცირე სამუშაო გამოცდილება აგრობიზნესის, ვეტერინარიის, ზოოტექნიკოსის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ან/და სურვილი, ინტერესი განვითარდნენ ამ სფეროში;
** სასურველია რომელიმე მონაცემთა დამუშავების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც (წყაროების წაკითხვა და მცირე თარგმნები);
** Excel, PowerPoint და Google Docs-ის ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2CvdRpO
|
|
|
|