დასახელება:
ვიდეო რედაქტორი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას ვიდეო რედაქტორის პოზიციაზე დისტანციური მუშაობის ფორმატში.
გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ უამრავ საინტერესო პროექტში, გაიღრმაოთ პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ვიდეოს მონტაჟსა და პოსტ-პროდაქშენში
** პროფესიული პროგრამების ცოდნა: Adobe Premiere Pro, After Effects, DaVinci Resolve
** უნარები ფერის კორექციაში, ხმის დამუშავებასა და ვიზუალური ეფექტების შექმნაში
** გამოცდილება სხვადასხვა ვიდეო ფორმატებთან მუშაობაში (YouTube, Instagram და სხვ.)
** აუდიოსა და ვიდეოს სინქრონიზაცია, სპეციალური ეფექტებისა და გრაფიკული ელემენტების გამოყენება
** ცოდნა ვიდეოს რენდერისა და ექსპორტისთვის სხვადასხვა პლატფორმისთვის
პერსონალური უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტაციის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის უნარი;
** პუნქტუალურობისა და ეფექტური დროის მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენისა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაციის უნარი.
** პროცესების ორგანიზების უნარი.
რას მიიღებთ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება აშშ დოლარში
** 14 კალენდარული დღე ანაზღაურებადი შვებულება
** დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა
** პროფესიონალურად ორგანიზებული სამუშაო პროცესი და განვითარების პერსპექტივა
** წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვიდეოსა და დიზაინის მიმართულებით
** ანაზღაურების გადახედვა საცდელი ვადის შემდეგ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
ანაზღაურება:
** განისაზღვრება გასაუბრების შედეგად, ზრდის პერსპექტივით
** გადახდა აშშ დოლარში, თვეში ორჯერ
შენიშვნა:
ვაკანსიაზე გამოხმაურებისას აუცილებლად დაურთეთ: ბმულები თქვენი ნამუშევრებისა ან ვიდეოპორტფოლიოს.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@novex.media.
|
|
|
|